ეს მესიჯი იმათ საყურადღებოდ,ვინც დაინტერესებულია ჩვენი ტრენინგებით და აინტერესებთ ვრცლად ან"/> საერთაშორისო სტანდარტებით".

ლექციებს უძღვება ჩვენი კომპანიის მთავარი ექსპერტი, ბატონი შოთა ელიავა.

წარმ"/> ???? ბუღალტერთა საყურადღებოდ!!!

კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ბათუმში!!! 

"ბუღალტრ"/> ნში!
 წიგნში განხილულია საგ"/>
ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნა"/>

გათიშვა

ჟურნალი გადასახადები და აღრიცხვა 1 ნომერი

გამოვიდა ჟურნალ “გადასახადები და აღრიცხვის” 2018 წლის იანვრის თვის (პირველი ნახევრის) ნომერი, რომელშიც ქვეყნდება:
1.ჟურნალის მთავარი ექსპერტის ნარიმან ტერაშვილის სტატია “ქონების გადასახადი.”

ჟურნალის რედაქციაში ხშირია შეკითხვები ცალკეულ გადასახადებთან დაკავშირებით, ასევე ხელმომწერები გვთხოვენ პოპულარული ენით მივაწოდოთ გადასახადების მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმები. გთავაზობთ ჩვენი ჟურნალის მთავარი ექსპერტის ნარიმან ტერაშვილის სტატიას ქონების გადასახადზე. განხილულია სათანადო მაგალითები.

2. ბესიკ კვირკველიას სტატიის “მოგების გადასახადის (ესტონური მოდელი) და დღგ-ის საავანსო გადასახდელის ბუღალტრული გატარებები.”
წინა პუბლიკაციებში ჩვენ უმთავრესად მიმოვიხილავდით მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი, ე.წ.”ესტონური მოდელით” საგადასახადო თანხების დეკლარაციებში ასახვის პირობებს და კონკრეტულ შემთხვევებს. ამჯერად კი გვინდა ყურადღება გავამახვილოთ მოგების გადასახადისა და მასთან დაკავშირებული დამატებული ღირებულების გადასახადის საავანსო თანხების ბუღალტრული აღრიცხვის ზოგიერთ მომენტზე.
.3. ჯემალ ბერიძის სტატიის “დღგ საქონლის ბითუმად რეალიზაციისას.”
დამატებული ღირებულების გადასახადი მრავალსაფეხურიანი, არაპირდაპირი, მარეგულირებელი გადასახადია, რომელმაც მე-20 საუკუნის განმავლობაში მნიშვნელოვანი ევოლუცია განიცადა. დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდა წარმოებს საქონლის მიწოდების ყველა სტადიაზე, პირველი საწარმოო ციკლიდან დაწყებული, მომხმარებლისათვის საქონლის მიწოდებით დამთავრებული. 
თუ განვიხილავთ საქართველოში დღგ-ის გაანგარიშების მეთოდიკას, ვნახავთ, რომ პროდუქციის პირველადი მწარმოებლები დღგ-ს იხდიან წარმოებული პროდუქციის ღირებულებიდან გამომდინარე, რომელსაც მათ უხდიან გადამამუშავებელი საწარმოები; თავის მხრივ, გადამამუშავებელი საწარმოები დღგ-ს იხდიან საქონლის ფასიდან გამომდინარე, რომელსაც მათ უხდიან ბითუმად მოვაჭრეები, ბითუმად მოვაჭრეები კი _ საქონლის ფასიდან, რომელსაც მათ უხდიან საცალო დარგის მოვაჭრეები, საცალო დარგის მოვაჭრეები კი დღგ-ს იხდიან საცალო ფასიდან, რომელსაც მათ უხდიან მყიდველები, ან ამ საქონლის საბოლოო მომხმარებლები. განხილულია მაგალითი.

4. ჟურნალი აქვეყნებს ტესტებს საგადასახადო და საბუღალტრო საკითხებზე, რომელთა პასუხებიც მოცემულია ჟურნალის ბოლოს, 50-ე გვერდზე.

ჟურნალში იბეჭდება ოფიციალური მასალები აქტუალურ საგადასახადო და ბუღალტრული საკითხების შესახებ.

როგორც ყოველთვის, “საგადასახადო პრაქტიკუმის” რუბრიკით ქვეყნდება ჩვენი ექსპერტის პასუხები ხელმომწერთა კითხვებზე. 

4. ჟურნალი აქვეყნებს გასული წლის ნომრებში დაბეჭდილი მასალების ჩამონათვალს, რაც მკითხველს გაუადვილებს მისთვის საჭირო პუბლიკაციის მოძიებას.

დაგვიკავშირდით

ტელ: (+995) 571777547
0322 957130

მისამართი

თბილისი. ჩუბინაშვილის #50

Copyright ©2017 ყველა უფლება დაცულია