ეს მესიჯი იმათ საყურადღებოდ,ვინც დაინტერესებულია ჩვენი ტრენინგებით და აინტერესებთ ვრცლად ან"/> საერთაშორისო სტანდარტებით".

ლექციებს უძღვება ჩვენი კომპანიის მთავარი ექსპერტი, ბატონი შოთა ელიავა.

წარმ"/> ???? ბუღალტერთა საყურადღებოდ!!!

კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ბათუმში!!! 

"ბუღალტრ"/> ნში!
 წიგნში განხილულია საგ"/>
ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნა"/>

გათიშვა

ჟურნალი გადასახადები და აღრიცხვა 17ნომერი

გამოვიდა ჟურნალ “გადასახადები და აღრიცხვის” 2018 წლის სექტემბრის თვის მე 17-ე ნომერი, რომელშიც ქვეყნდება:
1.ჟურნალის მთავარი ექსპერტის ნარიმან ტერაშვილის სტატიის “ფინანსური ანალიზის გამოყენება აუდიტში” დასასრული.
საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ აუდიტორულ საქმიანობას (მომსახურებას) განმარტავს, როგორც აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის მიერ შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე ჩატარებულ სამუშაოს, რომელიც მიმართულია:
• აუდიტის საფუძველზე ფინანსური ანგარიშგების (მათ შორის, სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების) უტყუარობის, სამართლიანობისა და სისრულის, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით მისი წარდგენის შესაფერისი საფუძვლების შესაბამისად მომზადების შესახებ აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის მოსაზრების გამოთქმისკენ;
• ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვით აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის დასკვნის გამოტანისკენ; 
• სხვა დასაბუთებული ან/და შეზღუდული მარწმუნებელი გარიგების საფუძველზე შესაბამისი მოსაზრების გამოთქმისკენ ან დასკვნის გამოტანისკენ; 
• აუდიტის გარდა, სხვა აუდიტორული მომსახურების (მიმოხილვა, სხვა მარწმუნებელი გარიგება და დაკავშირებული მომსახურება) განხორციელებისკენ. 
ზემოაღნიშნული კანონის მიხედვით, აუდიტორი არის სერტიფიცირებული ბუღალტერი, რომელიც არის ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაციის წევრი, რეგისტრირებულია აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში და უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება), მათ შორის, ინდივიდუალურად.დანარჩენი იხილეთ ამ საინტერესო სტატიის გაგრძელებაში.
2. ბესიკ კვირკველიას სტატია „რას ითვალისწინებს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის“ დასასრული.
დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის პირობებს განმარტავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლი. კერძოდ:
1. პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა): 
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა; 
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს. 
ნაწილი 11. პირს (გარდა ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირისა), რომელიც საქონლის მიწოდებას ახორციელებს მხოლოდ სსზ-ის ტერიტორიაზე, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ წარმოეშობა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება.

3. ჯემალ ბერიძის სტატია „არასაწარმოო ძირითადი საშუალებების შენახვის ხარჯების აღრიცხვა.“
ძირითად საშუალებებს საგადასახადო კოდექსი შემდეგნაირად განმარტავს: ისინი არის მატერიალური აქტივები, რომლებსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით გაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის და რომელთა სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია.
ხარჯები, როგორც ასეთი, არის საწარმოს ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით პროდუქციის დამზადებასა და მომსახურების გაწევაზე მოხმარებული რესურსების ღირებულება, რაც სამომავლოდ შემოსავლების მიღებას უზრუნველყოფს. განსახილველ სიტუაციაში საქმე გვაქვს იმ დანახარჯების აღრიცხვასთან, რომლებიც ეკონომიკური შინაარსით არ მიეკუთვნება პროდუქციის, საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) რეალიზაციის თვითღირებულებას. ისინი დაკავშირებულნი არიან მმართველობით ხარჯებთან, ან საერთო დანიშნულების ძირითადი საშუალებების ცვეთისა და რემონტის დანახარჯებთან და ა.შ. განხილულია სათანადო მაგალითი.
4. ჟურნალი აქვეყნებს ტესტებს საგადასახადო და საბუღალტრო საკითხებზე, რომელთა პასუხებიც მოცემულია ჟურნალის ბოლოს, 50-ე გვერდზე.

5. რუბრიკით „საგადასახადო ტერმინოლოგია“ მკითხველთა თხოვნით იბეჭდება საგადასახადო კანონმდებლობაში გამოყენებული ძირითადი ტერნიმები. საქართველოს საკანონმდებლო ბაზის გაფართოებამ შესაბამისად გამოიწვია ტერმინთა რაოდენობის ზრდა და ცხადია, დღის წესრიგში დადგა ამ ტერმინთა განმარტების აუცილებლობა. მკითხველთა თხოვნით გთავაზობთ საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებებს, რაც მოიცავს ბოლო წლებში არსებულ სიტუაციას და იმედია, დაეხმარება ჩვენი ჟურნალის მკითხველს კანონმდებლობის უკეთ აღქმაში.

ჟურნალში იბეჭდება ოფიციალური მასალები აქტუალურ საგადასახადო და ბუღალტრული საკითხების შესახებ.

როგორც ყოველთვის, “საგადასახადო პრაქტიკუმის” რუბრიკით ქვეყნდება ჩვენი ექსპერტის პასუხები ხელმომწერთა კითხვებზე. 
4. რუბრიკით “მდიდართა ბიოგრაფიები” იბეჭდება „ცეზარ რიტცი _ სასტუმრო ბიზნესის მაგნატი.“
უკვე 200 წელია, რაც რიტზ-ცარლტონ-ის ჰოტელები კლიენტებს ბრწყინვალებით, შიკით და რასაკვირველია, მომსახურების ხარისხით იზიდავს. მისმა ტრადიციებმა და პრინციპებმა, მომსახურების ოსტატობამ შექმნა სასტუმრო ბიზნესის სტანდარტები მსოფლიოს ყველა ჰოტელისა და რესტორნისათვის. სადღეისოდ მისი ჰოტელების ქსელი 77 სასტუმროს ითვლის 20-ზე მეტ ქვეყანაში.
ცეზარ რიტცი მეცამეტე შვილი იყო მრავალშვილიან ოჯახში, რომელიც შვეიცარიის სოფელ ნიდერვალდში ცხოვრობდა. ცეზარის დაბადების დროს იქ სულ 132 ადამიანი დაითვლებოდა. მომავალი სასტუმროების მეფე მშობლებმა სასწავლებლად სონში გაგზავნეს _ მაშინდელი კანტონ ვალეს დედაქალაქში.

დაგვიკავშირდით

ტელ: (+995) 571777547
0322 957130

მისამართი

თბილისი. ჩუბინაშვილის #50

Copyright ©2017 ყველა უფლება დაცულია