ეს მესიჯი იმათ საყურადღებოდ,ვინც დაინტერესებულია ჩვენი ტრენინგებით და აინტერესებთ ვრცლად ან"/> საერთაშორისო სტანდარტებით".

ლექციებს უძღვება ჩვენი კომპანიის მთავარი ექსპერტი, ბატონი შოთა ელიავა.

წარმ"/> ???? ბუღალტერთა საყურადღებოდ!!!

კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ბათუმში!!! 

"ბუღალტრ"/> ნში!
 წიგნში განხილულია საგ"/>
ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნა"/>

გათიშვა

გადასახადები და აღრიცხვის 19 ნომერი ჯურნალი

გამოვიდა ჟურნალ “გადასახადები და აღრიცხვის” 2017 წლის ოქტომბრის თვის (პირველი ნახევრის) მე-19-ე ნომერი, რომელშიც ქვეყნდება:
1.ჟურნალის მთავარი ექსპერტის ნარიმან ტერაშვილის სტატიის „უახლესი საგადასახადო ცვლილებების მოკლე მიმოხილვა” დასასრული.

ჩვენი ჟურნალის მთავარმა ექსპერტმა დაასრულა დაწვრილებითი მიმოხილვა იმ ცვლილებებისა, რაც მოგების გადასახადის დაბეგვრის რეჟიმის, გადასახადების ადმინისტრირებისა და საბაჟო პროცედურების სრულყოფის, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილში მისაღები საგადასახადო შემოსავლების უზრუნველყოფის, საგადასახადო სანქციების ოპტიმიზაცია/ლიბერალიზაციის, აგრეთვე საგადასახადო დებულებების დაზუსტების მიზნით, 2017 წლის 30 ივნისის N1182-IIს კანონით საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელდა. დასკვნით ნაწილში მიმოხილული იყო საგადასახადო შეთანხმების ახალი პირობები და მოტანილია შესაბამისი მაგალითები.

2. ბესიკ კვირკველიას სტატიის “მოგების გადასახადის გაანგარიშება ე.წ. ესტონური მოდელის მიხედვით” გაგრძელება.
როგორც წინა პუბლიკაციებში, ავტორი აქაც განაგრძობს ახალი საგადასახადო მოდელის (ე.წ. “ესტონური მოდელი”) განხილვას კონკრეტულ მაგალითების მიხედვით და ასევე, პრაქტიკულად აჩვენებს მოგების დეკლარაციის შევსების პროცედურას.
3. ჯემალ ბერიძის მორალურად მოძველებული კომპიუტერული პროგრამების ჩამოწერა.უკანასკნელ პერიოდში უამრავი ტექნოლოგიური ცვლილება განხორციელდა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში. ბევრ მათგანს ლოგიკური ხასიათი აქვს და აქტუალურია მხოლოდ კონკრეტული დარგისათვის. Mმაგრამ არის უფრო ზოგადი მიღწევები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მოღვაწე მრავალ კომპანიაზე ახდენს გავლენას. Aაქედან გამომდინარე, საწარმოო ტექნოლოგიები ორ დიდ კატეგორიად შეიძლება დაიყოს. Eესენია: ტექნიკური უზრუნველყოფის და პროგრამული უზრუნველყოფის სისტემები
პროგრამული უზრუნველყოფის სისტემებს მიეკუთვნება ავტომატიზებული პროექტირების სისტემა, რომლის მეშვეობითაც პროდუქციის და ტექნოლოგიური პროცესის პროექტირების დროს შესაძლებელია კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება. რაც შეეხება მომსახურების სფეროს ტექნოლოგიებს, ისინი ზრდიან მომსახურების ხარისხს, შესრულების სისწრაფეს, ეფექტიანად მართავენ და ამუშავებენ დიდძალ ინფორმაციულ ნაკადს. შესაბამისად, საწარმო ან ორგანიზაცია დაინტერესებულია ახალი კომპიურეტული პროგრამების დანერგვით და ძველის გაუქმებით. როგორ ჩამოიწერება მოძველებული კომპიუტერული პროგრამები? განხილულია მაგალითი.
4. ჟურნალი აქვეყნებს ტესტებს საგადასახადო და საბუღალტრო საკითხებზე, რომელთა პასუხებიც მოცემულია ჟურნალის ბოლოს, 50-ე გვერდზე.

ჟურნალში იბეჭდება ოფიციალური მასალები აქტუალურ საგადასახადო და ბუღალტრული საკითხების შესახებ.

როგორც ყოველთვის, “საგადასახადო პრაქტიკუმის” რუბრიკით ქვეყნდება ჩვენი ექსპერტის პასუხები ხელმომწერთა კითხვებზე. 
4.“მდიდართა ბიოგრაფიის” რუბრიკაში იბეჭდება „ლეგენდარული ტრეიდერი უილიამ განი.“
მისი წვლილი საბირჟო ვაჭრობაში შეუფასებელია, ხოლო მისი უნიკალური მეთოდი დღემდე შეისწავლება სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალური ტრეიდერების მიერ. საუბარია უილიამ დელბეტრ განზე, რომელიც ქალაქ ლიუფკინის (ტექსასის შტატი) მახლობლად დაიბადა 1878 წლის 18 ივლისს. მისი მშობლები ღარიბი ბაპტისტები იყვნენ. ისინი დილიდან საღამომდე მუშაობდნენ, რათა მრავალრიცხოვანი ოჯახი გამოეკვებათ. განების ოჯახის ძირითადი საქმიანობა ბამბის მოყვანა იყო. რადგანაც ერთი სახლი არ კმაროდა, განები ცხოვრობდნენ ორ სახლში წყალმომარაგების გარეშე. დანარჩენი იხილეთ სტატიაში.

დაგვიკავშირდით

ტელ: (+995) 571777547
0322 957130

მისამართი

თბილისი. ჩუბინაშვილის #50

Copyright ©2017 ყველა უფლება დაცულია