ეს მესიჯი იმათ საყურადღებოდ,ვინც დაინტერესებულია ჩვენი ტრენინგებით და აინტერესებთ ვრცლად ან"/> საერთაშორისო სტანდარტებით".

ლექციებს უძღვება ჩვენი კომპანიის მთავარი ექსპერტი, ბატონი შოთა ელიავა.

წარმ"/> ???? ბუღალტერთა საყურადღებოდ!!!

კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ბათუმში!!! 

"ბუღალტრ"/> ნში!
 წიგნში განხილულია საგ"/>
ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნა"/>

გათიშვა

ჟურნალი გადასახადები და აღრიცხვა 13ნომერი

გამოვიდა ჟურნალ “გადასახადები და აღრიცხვის” 2018 წლის ივლისის თვის (პირველი ნახევრის) მე-13-ე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:
1.ჟურნალის მთავარი ექსპერტის ნარიმან ტერაშვილის სტატიის “როგორ უნდა შევავსოთ ელექტრონული ფორმის დღგ-ს დეკლარაცია” დასასრულს.
როგორც ცნობილია, ელექტრონული ფორმის დღგ-ის დეკლარაცია წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებ-გვერდზე („რს.გე“), აქვე განთავსებულია დეკლარაციის შევსების ინსტრუქცია - ამონარიდი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებიდან. მიუხედავად ამისა, გადასახადის გადამხდელებს მაინც უჩნდებათ სხვადასხვა კითხვები დღგ-ის დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით.
`გადასახადების ადმინისტრირების შესახებ~ ინსტრუქციის 74-ე მუხლის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაცია ინსტრუქციის #III-25 დანართის ფორმით. დანარჩენი იხილეთ ამ საინტერესო სტატიაში.
2. ბესიკ კვირკველიას სტატიის „ბარტერის აღრიცხვის თავისებურებანი.“
ბარტერი არის სამოქალაქო-სამართლებრივი ხასიათის გარიგება, როდესაც ერთი პირი ცვლის საქონელს ან/და მომსახურებას მეორე პირის საქონელში ან/და მომსახურებაში. სხვა სიტყვებით, ადგილი აქვს საქონლის/მომსახურების გაცვლას სხვა საქონელში/მომსახურებაში ფულადი სახსრების მონაწილეობის გარეშე და ასეთი გარიგება მხარეთა მიერ თავიდანვე იყო შეთანხმებული (თუ ერთმა მხარემ მეორეს მიაწოდა საქონელი ან მომსახურება, როცა ბარტერი არ იგეგმებოდა, წარმოიშვა დავალიანება და შემდგომ შეთანხმდნენ მხარეები, რომ მყიდველი გამყიდველს დავალიანების სანაცვლო საქონელს ან მომსახურებას მიაწოდებდა, ეს ბარტერი არ არის!). საქართველოს საგადასახადო კოდექსი მას არსად განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სხვადასხვა მუხლში ახსენებს. საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ საქართველოსსამოქალაქო კოდექსიც არ განსაზღვრავს ბარტერს, თუმცა განმარტავს `გაცვლას~ 521-523-ე მუხლებში. განხულულია სატანადო მაგალითები.

.3. ჯემალ ბერიძის სტატია „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზაცია თანამშრომლებზე.“
საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა არის პირის მიერ ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეული, მასალა, ნახევარფაბრიკატები, სათადარიგო ნაწილები, ტარა და მზა პროდუქცია (საქონელი) ბასს-ის მიხედვით. როგორ აღირიცხება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის გადაცემა თანამშრომლისათვის?
ხარჯად. განხილულია სათანადო მაგალითი.
4. ჟურნალი აქვეყნებს ტესტებს საგადასახადო და საბუღალტრო საკითხებზე, რომელთა პასუხებიც მოცემულია ჟურნალის ბოლოს, 50-ე გვერდზე.

5. რუბრიკით „საგადასახადო ტერმინოლოგია“ მკითხველთა თხოვნით იბეჭდება საგადასახადო კანონმდებლობაში გამოყენებული ძირითადი ტერნიმები. საქართველოს საკანონმდებლო ბაზის გაფართოებამ შესაბამისად გამოიწვია ტერმინთა რაოდენობის ზრდა და ცხადია, დღის წესრიგში დადგა ამ ტერმინთა განმარტების აუცილებლობა. მკითხველთა თხოვნით გთავაზობთ საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებებს, რაც მოიცავს ბოლო წლებში არსებულ სიტუაციას და იმედია, დაეხმარება ჩვენი ჟურნალის მკითხველს კანონმდებლობის უკეთ აღქმაში.

ჟურნალში იბეჭდება ოფიციალური მასალები აქტუალურ საგადასახადო და ბუღალტრული საკითხების შესახებ.

როგორც ყოველთვის, “საგადასახადო პრაქტიკუმის” რუბრიკით ქვეყნდება ჩვენი ექსპერტის პასუხები ხელმომწერთა კითხვებზე. 
4. რუბრიკით “მდიდართა ბიოგრაფიები” ქვეყნდება სტატია სათაურით „ჯონ პირპონტ მორგანი _ ფინანსური ოკეანის კორსარი.“
უმსხვილესი ბანკი ჯ.პ.მორგან ცჰასე აკონტროლებს ფედერალურ სარეზერვო სისტემას და ამდენად, მსოფლიოსაც _ ზუსტად ასე მიაჩნიათ ამერიკელ კონსპიროლოგებს. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მეცხრამეტე საუკუნეში დაფუძნებული მორგანების ოჯახის ფინანსური კომპანია ასრულებდა აშშ-ს ცენტრალური ბანკის ფუნქციას. ნამდვილად კი, ამ ოჯახის ისტორია ათვალსაჩინოებს აშშ-ს გადაქცევას მიყრუებული სასოფლო-სამეურნეო ქვეყნიდან საფინანსო-სამრეწველო ლიდერად. მორგანების დინასტიის ყველაზე მკაფიო წარმომადგენელმა ჯონ პირპონტმა მეტსახელად კორსარმა საოჯახო ბიზნესი გარდაქმნა გლობალურ საბანკო იმპერიად, რომელიც სიძლიერითა და ცნობადობით შესადარისია როტშილდების სახლთან. სწორედ მორგანმა დააფინანსა ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია და შექმნა ისეთი გიგანტები, როგორებიცაა გენერალ ელექტრიც უნიტედ სტეეტ და წესტერნ უნიონ.

დაგვიკავშირდით

ტელ: (+995) 571777547
0322 957130

მისამართი

თბილისი. ჩუბინაშვილის #50

Copyright ©2017 ყველა უფლება დაცულია