ეს მესიჯი იმათ საყურადღებოდ,ვინც დაინტერესებულია ჩვენი ტრენინგებით და აინტერესებთ ვრცლად ან"/> საერთაშორისო სტანდარტებით".

ლექციებს უძღვება ჩვენი კომპანიის მთავარი ექსპერტი, ბატონი შოთა ელიავა.

წარმ"/> ???? ბუღალტერთა საყურადღებოდ!!!

კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ბათუმში!!! 

"ბუღალტრ"/> ნში!
 წიგნში განხილულია საგ"/>
ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნა"/>

გათიშვა

ჟურნალი გადასახადები და აღრიცხვა 14ნომერი

გამოვიდა ჟურნალ “გადასახადები და აღრიცხვის” 2018 წლის ივლისის თვის (მეორე ნახევრის) მე-14-ე ნომერი, რომელშიც ქვეყნდება:
1.ჟურნალის მთავარი ექსპერტის ნარიმან ტერაშვილის სტატიის “ფინანსური ანალიზის გამოყენება აუდიტში.” 
საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ აუდიტორულ საქმიანობას (მომსახურებას) განმარტავს, როგორც აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის მიერ შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე ჩატარებულ სამუშაოს, რომელიც მიმართულია:
• აუდიტის საფუძველზე ფინანსური ანგარიშგების (მათ შორის, სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების) უტყუარობის, სამართლიანობისა და სისრულის, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით მისი წარდგენის შესაფერისი საფუძვლების შესაბამისად მომზადების შესახებ აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის მოსაზრების გამოთქმისკენ;
• ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვით აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის დასკვნის გამოტანისკენ; 
• სხვა დასაბუთებული ან/და შეზღუდული მარწმუნებელი გარიგების საფუძველზე შესაბამისი მოსაზრების გამოთქმისკენ ან დასკვნის გამოტანისკენ; 
• აუდიტის გარდა, სხვა აუდიტორული მომსახურების (მიმოხილვა, სხვა მარწმუნებელი გარიგება და დაკავშირებული მომსახურება) განხორციელებისკენ. 
ზემოაღნიშნული კანონის მიხედვით, აუდიტორი არის სერტიფიცირებული ბუღალტერი, რომელიც არის ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაციის წევრი, რეგისტრირებულია აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში და უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება), მათ შორის, ინდივიდუალურად.დანარჩენი იხილეთ ამ საინტერესო სტატიის გაგრძელებაში.
2. ბესიკ კვირკველიას სტატიის “ბარტერის აღირიცხვის თავისებურებანი” დასასრულს. იმ შემთხვევაში, თუ დღგ-ის გადამხდელ პირებს შორის დადებული ბარტერული გარიგებების დროს ერთ-ერთი მხარე სანაცვლოდ იღებს ისეთ საქონელს/მომსახურებას, რომელსაც გამოიყენებს მხოლოდ დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებში, მაშინ, ცხადია, ის დღგ-ის ვერ ჩაითვლის, ხოლო თუ გამოიყენებს მას როგორც დღგ-ით დასაბეგრ (ან დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ) ოპერაციებში, ასევე დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებში, მაშინ ეს მხარე დღგ-ის ჩათვლას მოახდენს პროპორციულად, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-6_მე-9 ნაწილებით განსაზღვრული წესის მიხედვით.

.3. ჯემალ ბერიძის სტატია “გაუქმებული მივლინების ხარჯების აღრიცხვა.” 
სამსახურეობრივ მივლინებად ითვლება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით მოსამსახურის გამგზავრება სამსახურეობრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ საწარმოს მიერ გაწეულ ხარჯებს შორის, რომლებიც დაკავშირებულია წარმოებასა და რეალიზაციასთან, საყურადღებოა მივლინების ხარჯები, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის `ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შეიტანება (ანუ გამოიქვითება ფინანსურად) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული ნორმის ფარგლებში. განხილულია სათანადო მაგალითი.
4. ჟურნალი აქვეყნებს ტესტებს საგადასახადო და საბუღალტრო საკითხებზე, რომელთა პასუხებიც მოცემულია ჟურნალის ბოლოს, 50-ე გვერდზე.

5. რუბრიკით „საგადასახადო ტერმინოლოგია“ მკითხველთა თხოვნით იბეჭდება საგადასახადო კანონმდებლობაში გამოყენებული ძირითადი ტერნიმები. საქართველოს საკანონმდებლო ბაზის გაფართოებამ შესაბამისად გამოიწვია ტერმინთა რაოდენობის ზრდა და ცხადია, დღის წესრიგში დადგა ამ ტერმინთა განმარტების აუცილებლობა. მკითხველთა თხოვნით გთავაზობთ საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებებს, რაც მოიცავს ბოლო წლებში არსებულ სიტუაციას და იმედია, დაეხმარება ჩვენი ჟურნალის მკითხველს კანონმდებლობის უკეთ აღქმაში.

ჟურნალში იბეჭდება ოფიციალური მასალები აქტუალურ საგადასახადო და ბუღალტრული საკითხების შესახებ.

როგორც ყოველთვის, “საგადასახადო პრაქტიკუმის” რუბრიკით ქვეყნდება ჩვენი ექსპერტის პასუხები ხელმომწერთა კითხვებზე. 
4. რუბრიკით “მდიდართა ბიოგრაფიები” “ტომას ლიპტონი _ ეპოქის სიმბოლო.”
ჩინურად “ჩა-ე” ნიშნავს “ნორჩ ფოთოლს,” “საოცარ ელექსირს.” ცნობილია იაპონური ცერემონიაც _ რთული და მომხიბვლელი, როგორც იეროგლიფი. ცნობილია არომატიც, ინდური სურნელის მსგავსი. დავუმატოთ ამას ინგლისური ფივე-ო’ცლოცკ, რაც გუშინ დიდი პოლიტიკა და დიდი ფული იყო. დღეს ეს ქაღალდის პაკეტია ძაფზე ჩამოკონწიალებული იარლიყით და კვლავ დიდი ფული. ეს ყველაფერი არის ჩაი. ფუფუნების საგნიდან დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული სასმელის ხანგრძლივ ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ორმა ადამიანმა შეასრულა _ გლაზგოელმა მებაყლემ ტომას ლიპტონმა და ნიუ-იორკელმა ვაჭარმა ტომას სალივანმა. დანარჩენი წაიკითხეთ ამ საინტერესო სტატიაში.

დაგვიკავშირდით

ტელ: (+995) 571777547
0322 957130

მისამართი

თბილისი. ჩუბინაშვილის #50

Copyright ©2017 ყველა უფლება დაცულია