ეს მესიჯი იმათ საყურადღებოდ,ვინც დაინტერესებულია ჩვენი ტრენინგებით და აინტერესებთ ვრცლად ან"/> საერთაშორისო სტანდარტებით".

ლექციებს უძღვება ჩვენი კომპანიის მთავარი ექსპერტი, ბატონი შოთა ელიავა.

წარმ"/> ???? ბუღალტერთა საყურადღებოდ!!!

კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ბათუმში!!! 

"ბუღალტრ"/> ნში!
 წიგნში განხილულია საგ"/>
ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნა"/>

გათიშვა

ჟურნალი გადასახადები და აღრიცხვა 15-16ნომერი

ჟურნალი “გადასახადები და აღრიცხვის” 2018 წლის აგვისტოს თვის გაერთიანებული მე-15-16-ე ნომრები, რომელშიც იბეჭდება:
1.ჟურნალის მთავარი ექსპერტის ნარიმან ტერაშვილის სტატიის “ფინანსური ანალიზის გამოყენება აუდიტში” გაგრძელება.
საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ აუდიტორულ საქმიანობას (მომსახურებას) განმარტავს, როგორც აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის მიერ შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე ჩატარებულ სამუშაოს, რომელიც მიმართულია:
• აუდიტის საფუძველზე ფინანსური ანგარიშგების (მათ შორის, სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების) უტყუარობის, სამართლიანობისა და სისრულის, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით მისი წარდგენის შესაფერისი საფუძვლების შესაბამისად მომზადების შესახებ აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის მოსაზრების გამოთქმისკენ;
• ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვით აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის დასკვნის გამოტანისკენ; 
• სხვა დასაბუთებული ან/და შეზღუდული მარწმუნებელი გარიგების საფუძველზე შესაბამისი მოსაზრების გამოთქმისკენ ან დასკვნის გამოტანისკენ; 
• აუდიტის გარდა, სხვა აუდიტორული მომსახურების (მიმოხილვა, სხვა მარწმუნებელი გარიგება და დაკავშირებული მომსახურება) განხორციელებისკენ. 
ზემოაღნიშნული კანონის მიხედვით, აუდიტორი არის სერტიფიცირებული ბუღალტერი, რომელიც არის ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაციის წევრი, რეგისტრირებულია აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში და უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება), მათ შორის, ინდივიდუალურად.დანარჩენი იხილეთ ამ საინტერესო სტატიის გაგრძელებაში.
2. ბესიკ კვირკველიას სტატია „რას ითვალისწინებს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია.“
დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის პირობებს განმარტავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლი. კერძოდ:
1. პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა): 
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა; 
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს. 
ნაწილი 11. პირს (გარდა ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირისა), რომელიც საქონლის მიწოდებას ახორციელებს მხოლოდ სსზ-ის ტერიტორიაზე, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ წარმოეშობა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება.

3. ჯემალ ბერიძის სტატია „რეკლამის ხარჯების ჩამოწერა.“
რეკლამა _ ეს არის ნებისმიერი მეთოდით და ნებისმიერი ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, მიმართული საზოგადოების ფართო მასებისადმი რეკლამირების ობიექტის მიმართ ყურადღების მიპყრობის და/ან ინტერესის გაღვივების მიზნით. როგორ აღირიცხება და ჩამოიწერება რეკლამის ხარჯები? განხილულია სათანადო მაგალითი.
4. ჟურნალი აქვეყნებს ტესტებს საგადასახადო და საბუღალტრო საკითხებზე, რომელთა პასუხებიც მოცემულია ჟურნალის ბოლოს, 50-ე გვერდზე.

5. რუბრიკით „საგადასახადო ტერმინოლოგია“ მკითხველთა თხოვნით იბეჭდება საგადასახადო კანონმდებლობაში გამოყენებული ძირითადი ტერნიმები. საქართველოს საკანონმდებლო ბაზის გაფართოებამ შესაბამისად გამოიწვია ტერმინთა რაოდენობის ზრდა და ცხადია, დღის წესრიგში დადგა ამ ტერმინთა განმარტების აუცილებლობა. მკითხველთა თხოვნით გთავაზობთ საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებებს, რაც მოიცავს ბოლო წლებში არსებულ სიტუაციას და იმედია, დაეხმარება ჩვენი ჟურნალის მკითხველს კანონმდებლობის უკეთ აღქმაში.

ჟურნალში იბეჭდება ოფიციალური მასალები აქტუალურ საგადასახადო და ბუღალტრული საკითხების შესახებ.

როგორც ყოველთვის, “საგადასახადო პრაქტიკუმის” რუბრიკით ქვეყნდება ჩვენი ექსპერტის პასუხები ხელმომწერთა კითხვებზე. 
4. რუბრიკით “მდიდართა ბიოგრაფიები” ქვეყნდება „ძმები ჩივასების “მოქანავე” ბიზნესი.“
შოტლანდია ლეგენდების მხარეა და ბუნებრივია, თავისი ლეგენდა აქვს ჩივასების ოჯახსაც, ვისი გვარიც ამშვენებს ცნობილი ვისკის ბოთლებს.
სიტყვა “ჩივას” ეტიმოლოგიით უკავშირდება ძველკელტურ სეიმს-ს (ვიწრო ადგილი, მდინარის შესართავი). ასე ეწოდებოდა ადგილს შოტლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სადაც ჩრდილოეთის ზღვას ერთვის მდინარე ისი, რომელიც, თავის მხრივ, სათავეს იღებს გრამპიანის მთებში. ძველთაგანვე ამ ადგილის მკვიდრნი ატარებდნენ გვარად ჩივასს.
200 წლის წინათ აქ ცხოვრობდა მიწათმოქმედი რობერტ ჩივასი. მას თორმეტი შვილი ჰყავდა. ათმა მათგანმა, როგორც კი ასაკსრულობას მიაღწია, როგორც წესი იყო, მშობლიურ სახლი დატოვა. უფროსი ძმა უილიამი შკიპერი გახდა სავაჭრო გემზე და ბედმა ის ინდოეთში, ცეილონსა და იაპონიაში ატარა. ჯეიმსი და ჯონი კი აბერდინში წავიდნენ, რათა სავაჭრო საქმე ესწავლათ. დანარჩენი წაიკითხეთ ამ საინტერესო სტატიაში.

დაგვიკავშირდით

ტელ: (+995) 571777547
0322 957130

მისამართი

თბილისი. ჩუბინაშვილის #50

Copyright ©2017 ყველა უფლება დაცულია