გამოვიდა ჟურნალ “გადასახადები და აღრიცხვის” 2017 წლის ოქტომბრის თვის (მეორე ნახევრის) მე-20-ე ნომერი, რომელშიც იბეჭდება:
1.ჟურნალის მთავარი ექსპერტის ნარიმან ტერაშვილის სტატია „ბუღალტრის პასუხისმგებლობა და მისი საქმიანობის სამრთლებრივი რეგულაცია.”
ჟურნალის რედაქციაში ხშირია კითხვები, განსაკუთრებით დამწყები ბუღალტრებისგ ან ან იმათგან, ვისაც საბუღალტრო აღრიცხვის სფეროში მოღვაწეობის სურვილი აქვს, თუ რა სახის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მთავარ ბუღალტერს. აღნიშნულთან დაკავშირებით გთავაზობთ ჩვენი ჟურნალის მთავარი ექსპერტის ნარიმან ტერაშვილის სტატიას.
ბუღალტრად (განსაკუთრებით, მთავარ ბუღალტრად) მუშაობა დიდი პასუხისმგებლობაა როგორც საწარმოს, ისე კანონის წინაშე. ამიტომ ბუღალტრებისთვის ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს იმის წინასწარ ცოდნა, თუ რა შესაძლო შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათ არასწორ ქმედებებს.
2. ბესიკ კვირკველიას სტატიის “მოგების გადასახადის გაანგარიშება ე.წ. ესტონური მოდელის მიხედვით” გაგრძელება.
როგორც წინა პუბლიკაციებში, ავტორი აქაც განაგრძობს ახალი საგადასახადო მოდელის (ე.წ. “ესტონური მოდელი”) განხილვას კონკრეტულ მაგალითების მიხედვით და ასევე, პრაქტიკულად აჩვენებს მოგების დეკლარაციის შევსების პროცედურას.
3. ჯემალ ბერიძის „სავაჭრო ლიცენზიისა და ნებართვის შესაძენი ხარჯების აღრიცხვა.”
სპეციფიკური საქმიანობის განხორციელებისას ეკონომიკურ სუბიექტებს უწევთ ნებართვებისა და ლიცენზიების აღება უშუალოდ სახელმწიფოსაგან ან მისი რომელიმე ადგილობრივი ორგანოსაგან. რა არის ლიცენზია ან ნებართვა? თავისი არსით ლიცენზია ან ნებართვა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის გარკვეული პერიოდით (წელი, თვე) მინიჭებულ უფლებას, განახორციელოს “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ისეთი სამეწარმეო საქმიანობა, რაც მოითხოვს კანონით დადგენილი განსაკუთრებული პირობების დაცვას და ამ პირობების შესრულებას კონტროლს უწევს სათანადო სახელმწიფო ორგანო. განხილულია მაგალითი.
4. ჟურნალი აქვეყნებს ტესტებს საგადასახადო და საბუღალტრო საკითხებზე, რომელთა პასუხებიც მოცემულია ჟურნალის ბოლოს, 50-ე გვერდზე.
ჟურნალში იბეჭდება ოფიციალური მასალები აქტუალურ საგადასახადო და ბუღალტრული საკითხების შესახებ.
როგორც ყოველთვის, “საგადასახადო პრაქტიკუმის” რუბრიკით ქვეყნდება ჩვენი ექსპერტის პასუხები ხელმომწერთა კითხვებზე.
4.“მდიდართა ბიოგრაფიის” რუბრიკაში იბეჭდება “ნიკოლას დარვასი _ მოცეკვავე ანალიტიკოსი.
ნიკოლას დარვასი ტრეიდინგის სამყაროში უცნაური ფიგურაა და ის ცნობილია არა მარტო როგორც ტრეიდერი, რომელმაც დამოუკიდებლად მიაღწია წარმატებას და გამოიმუშავა 2 მილიონ დოლარზე მეტი, არამედ როგორც ეკონომისტი და წიგნების ავტორი. გარდა ამისა, დარვასი პროფესიონალი მოცეკვავეც იყო _ პარტნიორთან ერთად ყველაზე მაღალანაზღაურებადი წყვილი გახდა აშშ-ში.
საინტერესოა, როგორ უთავსებდა ერთი შეხედვით შეუთავსებელ პროფესიებს დარვასი ერთმანეთს? პრინციპით: ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერია თუ საიდუმლო სხვაგანაა საძებნი? როგორ მივიდა ის ტრეიდინგში?
პასუხი იხილეთ ამ საინტერესო სტატიაში.