ეს მესიჯი იმათ საყურადღებოდ,ვინც დაინტერესებულია ჩვენი ტრენინგებით და აინტერესებთ ვრცლად ან"/> საერთაშორისო სტანდარტებით".

ლექციებს უძღვება ჩვენი კომპანიის მთავარი ექსპერტი, ბატონი შოთა ელიავა.

წარმ"/> ???? ბუღალტერთა საყურადღებოდ!!!

კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ბათუმში!!! 

"ბუღალტრ"/> ნში!
 წიგნში განხილულია საგ"/>
ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნა"/>

გათიშვა

ჟურნალი გადასახადები და აღრიცხვა 23 ნომერი

გამოვიდა ჟურნალ “გადასახადები და აღრიცხვის” 2017 წლის დეკემბრის თვის (პირველი ნახევრის) 23-ე ნომერი, რომელშიც ქვეყნდება:
1.ჟურნალის მთავარი ექსპერტის ნარიმან ტერაშვილის სტატიის „ურთიერთჩათვლების
აღრიცხვა და დაბეგვრა” დასარული.
სტატიის დასკვნით ნაწილში ავტორი კვლავაც მიმოიხილავს დამატებითი ღირებულების გადასახადის ურთიერთჩათვლის მექანიზმსა და პირობებს. კონკრეტულად, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის საკანონმდებლო რეგულაციებს. რა არის საჭირო ურთიერთჩათვლისათვის? საჭიროა ხელშეკრულების მხარეებმა დაიცვან შემდეგი პირობები: ჯერ-ერთი, საწარმოთა მოთხოვნები უნდა იყოს შემხვედრი. მაგალითად, ერთმანეთისათვის სატვირთო ავტომობილისა და დიზელის საწვავის მიწოდება. ჩათვლა შესაძლებელია საწარმოებს შორის მხოლოდ ორი სხვადასხვა ხელშეკრულების მიხედვით.
მეორე, ურთიერთმოთხოვნა უნდა იყოს ერთგვაროვანი. როგორც წესი, ორივე მხრიდან ეს არის ფულადი ვალდებულებები.
მესამე, ჩათვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ ვალდებულებების მიხედვით, რომელთა შესრულების ვადა დამდგარია, ან არ არის განსაზღვრული საწარმოების მიერ მოთხოვნის მომენტისათვის.
და ბოლოს, ურთიერთჩათვლის გაფორმებისათვის საკმარისია ერთ-ერთი პარტნიორის განცხადებაც, თუ მათ შორის არ არის უთანხმოება. გარდა ამისა, აუცილებელია კონტრაგენტებმა გააფორმონ ანგარიშთა შედარების აქტი, რომელშიც მათ უნდა მიუთითონ იმ დოკუმენტების ნომრები, რომელთა მიხედვითაც წარმოიშვა დავალიანება, და მათი თანხები. განხილულია სათანადო მაგალითები.

2. ბესიკ კვირკველიას სტატიის “მოგების გადასახადის გაანგარიშება ე.წ. ესტონური მოდელის მიხედვით” გაგრძელება.
როგორც წინა პუბლიკაციებში, ავტორი აქაც განაგრძობს ახალი საგადასახადო მოდელის (ე.წ. “ესტონური მოდელი”) განხილვას კონკრეტულ მაგალითების მიხედვით და ასევე, პრაქტიკულად აჩვენებს მოგების დეკლარაციის შევსების პროცედურას.
.3. ჯემალ ბერიძის სტატიის “საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის აქტუალური საკითხები.” დასასრულს. ამ ნაწილში ავტორი მიმოიხილავს აქტივების გასხვისებისას და მემკვიდრეობით ქონების გადაცემისას საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პირობებს. განხილულია მაგალითი.

4. ჟურნალი აქვეყნებს ტესტებს საგადასახადო და საბუღალტრო საკითხებზე, რომელთა პასუხებიც მოცემულია ჟურნალის ბოლოს, 50-ე გვერდზე.

ჟურნალში იბეჭდება ოფიციალური მასალები აქტუალურ საგადასახადო და ბუღალტრული საკითხების შესახებ.

როგორც ყოველთვის, “საგადასახადო პრაქტიკუმის” რუბრიკით ქვეყნდება ჩვენი ექსპერტის პასუხები ხელმომწერთა კითხვებზე. 
4.“მდიდართა ბიოგრაფიის” რუბრიკაში იბეჭდება “კარგილ-მაკმილანის ერთობლივი საოჯახო დინასტია.”
ჟურნალ “ფორბსის” რეიტინგით კორპორაცია ცარგილლ ინც. რამდენიმე მილიარდ დოლარად ფასდება და მისი მეპატრონე მდიდართა სიაში 135-ე ადგილს იკავებს. სადღეისოდ ასე ცნობილი კორპორაციის ისტორია 1865 წელს დაიწყო ქალაქ კონოვერში, აიოვას შტატში, როცა უილიამ უოლეს კარგილმა, შოტლანდიელი კაპიტნის შვილმა, მარცვლეულის შესანახი პირველი ბეღელი იყიდა. კონოვერი მაშინ თითქმის უკაცრიელი დასახლება იყო: გარშემო გადაჭიმულიყო მხოლოდ მინდვრები და საძოვრები, რომლებზეც ძროხები ძოვდნენ. მერე კი ქალაქს რკინიგზა მოადგა. პრეზიდენტ ლინკოლნის ჩანაფიქრით, ველური დასავლეთის ათვისება უფრო სწრაფად მოხდებოდა, თუ ამ ადგილებში ტრანსკონტინენტალური რკინიგზა გაივლიდა. მან კერძო ინვესტორებს აღუთქვა, რომ მიწებს აჩუქებდა, რომლებზეც ლიანდაგი უნდა გაეყვანათ; შემდგომ ინვესტორებს შეეძლებოდათ ეს ნაკვეთები აქაურებისათვის მიეყიდათ და მშენებლობის ხარჯები ამოეგოთ. კონოვერიც ტიპიური სარკინიგზო სადგურის ქალაქი იყო: ერთი წლის განმავლობაში აქ ათასხუთასამდე მცხოვრები გაჩნდა, რომელთა შორის ერთი ხნიერი ადამიანიც კი არ ერია. ქალაქში ააშენეს სამი სასტუმრო, გახსნეს რამდენიმე ათეული მაღაზია და 32 სალუნი. მერიამ მთელი ქუჩა გამოყო საწყობებისა და ბეღელებისათვის. სწორედ ამან დააინტერესა უილიამ კარგილი. ის ახლახან დაბრუნდა სამოქალაქო ომიდან და სამუშაოს ეძებდა. ამის ნაცვლად მან სასწრაფოდ ისესხა ფული და მარცვლეულის შესანახი ერთ-ერთი ბეღელი იყიდა. დანარჩენი წაიკითხეთ ამ საინტერესო სტატიაში.

დაგვიკავშირდით

ტელ: (+995) 571777547
0322 957130

მისამართი

თბილისი. ჩუბინაშვილის #50

Copyright ©2017 ყველა უფლება დაცულია