ეს მესიჯი იმათ საყურადღებოდ,ვინც დაინტერესებულია ჩვენი ტრენინგებით და აინტერესებთ ვრცლად ან"/> საერთაშორისო სტანდარტებით".

ლექციებს უძღვება ჩვენი კომპანიის მთავარი ექსპერტი, ბატონი შოთა ელიავა.

წარმ"/> ???? ბუღალტერთა საყურადღებოდ!!!

კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ბათუმში!!! 

"ბუღალტრ"/> ნში!
 წიგნში განხილულია საგ"/>
ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნა"/>

გათიშვა

ჟურნალი გადასახადები და აღრიცხვა 24 ნომერი

მეგობრებო გამოვიდა მიმდინარე წლის 24 -ე ბოლო ნომერი,რითაც მთავრდება ამ წელს ჩვენი თანამშრომლობა.

ჟურნალ “გადასახადები და აღრიცხვის” 2017 წლის დეკემბრის თვის (მეორე ნახევრის) 24-ე ნომერი, რომელშიც ქვეყნდება:
1.ჟურნალის მთავარი ექსპერტის ნარიმან ტერაშვილის სტატია „სააღრიცხვო
ჩანაწერების სანდოობა.”
გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო ჩანაწერებია: მომხდარი სამეურნეო ოპერაციების ამსახველი პირველადი დოკუმენტები, სარეგისტრაციო მთავარი ჟურნალი, მთავარი წიგნი (რეგისტრი), ბალანსი, მოგება-ზარალის ანგარიშგება, კაპიტალის მოძრაობის ანგარიშგება და სხვა სააღრიცხვო დოკუმენტები. ამ ჩანაწერების სანდოობა, ანუ იმის დადგენა, რამდენად ზუსტია (უტყუარია) ეს ჩანაწერები და შესაბამისი
საქართველოში მოქმედ ნორმატიულ აქტებთან - საგადასახადო აუდიტის საკვანძო საკითხია, რამდენადაც განსაზღვრავს საგადასახადო აუდიტის ჩატარების მეთოდოლოგიას, კერძოდ, იგი ჩატარდება გადამხდელის სააღრიცხვო ჩანაწერების საფუძველზე აუდიტის პირდაპირი მეთოდებით, თუ გადამხდელის საგადასახადო
ვალდებულებების დასადგენად საჭირო გახდება აუდიტის არაპირდაპირი მეთოდების გამოყენება.
გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო ჩანაწერების სანდოობის საკითხთან მიმართებაში აუდიტორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ თუ მისი შეფასებით გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული აღრიცხვის და შიგა კონტროლის სისტემები გამართულია და წყარო დოკუმენტების წარმომადგენლობითი ნიმუში ბიზნეს-ოპერაციების თითოეულ ეტაპზე შეესაბამება ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის სათანადო ანგარიშებს, ამ ანგარიშებში მითითებული მონაცემები კი – გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დეკლარაციების შესაბამის გრაფებში მითითებულ თანხებს, ზოგადი და საგადასახადო აუდიტის პრაქტიკიდან გამომდინარე, სავადაუროდ, სააღრიცხვო დოკუმენტაცია იქნება სანდო. განხილულია სათანადო მაგალითები.

2. ბესიკ კვირკველიას სტატიის “მოგების გადასახადის გაანგარიშება ე.წ. ესტონური მოდელის მიხედვით” გაგრძელება.
როგორც წინა პუბლიკაციებში, ავტორი აქაც განაგრძობს ახალი საგადასახადო მოდელის (ე.წ. “ესტონური მოდელი”) განხილვას კონკრეტულ მაგალითების მიხედვით და ასევე, პრაქტიკულად აჩვენებს მოგების დეკლარაციის შევსების პროცედურას.
.3. ჯემალ ბერიძის სტატიის “ დამატებული ღირებულების გადასახადი საცალო ვაჭრობის ქსელიდან საქონლის შეძენისას.”
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის მეწარმე ფიზიკურ პირად ითვლება ფიზიკური პირი, თუ ის ახორციელებს `მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას, ისეთს, როგორიცაა სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო, სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო-სამეურნეო და სხვა საქმიანობები. აღნიშნული ფიზიკური პირები შესაბამისად საჭიროებენ საგადასახადო აღრიცხვას და ექვემდებარებიან საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. როგორც ცნობილია, დღგ გადაიხდება საქონლის მოძრაობის ყველა ეტაპზე, პირველი საწარმოო ციკლიდან დაწყებული, მომხმარებლისათვის საქონლის მიწოდებით დამთავრებული. განხილულია მაგალითი.

4. ჟურნალი აქვეყნებს ტესტებს საგადასახადო და საბუღალტრო საკითხებზე, რომელთა პასუხებიც მოცემულია ჟურნალის ბოლოს, 50-ე გვერდზე.

ჟურნალში იბეჭდება ოფიციალური მასალები აქტუალურ საგადასახადო და ბუღალტრული საკითხების შესახებ.

როგორც ყოველთვის, “საგადასახადო პრაქტიკუმის” რუბრიკით ქვეყნდება ჩვენი ექსპერტის პასუხები ხელმომწერთა კითხვებზე.
4.“მდიდართა ბიოგრაფიის” რუბრიკაში იბეჭდება “ინტერნეტ-ბიზნესით გამდიდრების 9 ორიგინალური ხერხი.”
თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებამ თან მოიტანა ბიზნესის ახალი სახეობები, რომელთა შორის უპირატესობა ინტერნეტ-საქმიანობას ეკუთვნის. სწორედ ინტერნეტით ჩნდება ისეთი სერვისები, რაც მანამდე აზრადაც არავის მოუვიდოდა. ქვემოთ გთავაზობთ იმ 9 ორიგინალურ ხერხს, რისი მეშვეობითაც მოხერხებულმა ადამიანებმა დიდი ფული იშოვნეს. კონკრეტულად თუ როგორ მოახერხეს ეს, წაიკითხეთ ამ საინტერესო სტატიაში.

დაგვიკავშირდით

ტელ: (+995) 571777547
0322 957130

მისამართი

თბილისი. ჩუბინაშვილის #50

Copyright ©2017 ყველა უფლება დაცულია