ეს მესიჯი იმათ საყურადღებოდ,ვინც დაინტერესებულია ჩვენი ტრენინგებით და აინტერესებთ ვრცლად ან"/> საერთაშორისო სტანდარტებით".

ლექციებს უძღვება ჩვენი კომპანიის მთავარი ექსპერტი, ბატონი შოთა ელიავა.

წარმ"/> ???? ბუღალტერთა საყურადღებოდ!!!

კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ბათუმში!!! 

"ბუღალტრ"/> ნში!
 წიგნში განხილულია საგ"/>
ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნა"/>

გათიშვა

ჟურნალი გადასახადები და აღრიცხვა 3 ნომერი

გამოვიდა ჟურნალ “გადასახადები და აღრიცხვის” 2018 წლის თებერვლის თვის (პირველი ნახევრის) მე-3 ნომერი, რომელშიც იბეჭდება:
1.ჟურნალის მთავარი ექსპერტის ნარიმან ტერაშვილის სტატიის “ქონების გადასახადი.” გაგრძელება. როგორც წინა პუბლიკაციებში, ავტორი აქაც მიმოიხილავს ქონების გადასახადით დაბეგვრის ნიუანსებს და პირობებს, თუ რა შემთხვევაში დაიბეგრებიან იურიდიული და ფიზიკური პირები აღნიშნული გადასახადით. განხილულია სათანადო მაგალითები.
2. ბესიკ კვირკველიას სტატიის “მოგების გადასახადის (ესტონური მოდელი) და დღგ-ის საავანსო გადასახდელის ბუღალტრული გატარებები.”
როგორც წინა პუბლიკაციებში ამჯერადაც ავტორი ყურადღებას ამახვილებს მოგების გადასახადისა და მასთან დაკავშირებული დამატებული ღირებულების გადასახადის საავანსო თანხების ბუღალტრული აღრიცხვის ზოგიერთ მომენტზე. განხილულია მაგალითები.
.3. ჯემალ ბერიძის სტატიის “დამფუძნებლების მიერ საწესდებო კაპიტალში შეტანილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა.”
საწარმოს აქტივებში მფლობელთა წილს საკუთარ კაპიტალს, ანუ საწარმოს წმინდა ღირებულებას უწოდებენ. იგი ტოლია აქტივების ღირებულებას მინუს ყველა ვალდებულების საერთო თანხა. მაშასადამე, საკუთარი კაპიტალი არის ვალდებულების დაფარვის შემდეგ საწარმოს განკარგულებაში დარჩენილი აქტივების ნაწილი. საკუთარი კაპიტალის სიდიდე აქტივებისა და ვალდებულებების სიდიდეზეა დამოკიდებული. საკუთარი კაპიტალი წარმოადგენს საწარმოს ვალდებულებას მისი მფლობელების წინაშე. საკუთარ კაპიტალს მიეკუთვნება: დამფუძნებელთა შენატანები, გაუნაწილებელი მოგება და მის საფუძველზე შექმნილი სარეზერვო კაპიტალი (ფონდები). ამდენად, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, საწესდებო კაპიტალი ასახავს საწარმოში მისი მფლობელების მიერ დაბანდებულ აქტივებს. განხილულია მაგალითი.

4. ჟურნალი აქვეყნებს ტესტებს საგადასახადო და საბუღალტრო საკითხებზე, რომელთა პასუხებიც მოცემულია ჟურნალის ბოლოს, 50-ე გვერდზე.

ჟურნალში იბეჭდება ოფიციალური მასალები აქტუალურ საგადასახადო და ბუღალტრული საკითხების შესახებ.

როგორც ყოველთვის, “საგადასახადო პრაქტიკუმის” რუბრიკით ქვეყნდება ჩვენი ექსპერტის პასუხები ხელმომწერთა კითხვებზე. 
4. რუბრიკით “მდიდართა ბიოგრაფიები” იბეჭდება სტატია “როგორ ირჩევენ ცნობილი ბრენდების ლოგოტიპებს.”
არცთუ იშვიათად ამა თუ იმ კომპანიის ლოგოტიპზე ჩანს მთები, ციხე-სიმაგრეები, ხიდები. ჩვენ მივეჩვიეთ ამ გამოსახულებებს და პრაქტიკულად მათ ყურადღებასაც არ ვაქცევთ. არადა რეალურად არსებობს პეიზაჟები, რომლებმაც შთააგონეს ბრენდის მფლობელები, გამოეყენებინათ ეს პეიზაჟები ლოგოტიპზე. დღეს ამ ადგილების ისტორია განუყრელად არის დაკავშირებული შესაბამის სავაჭრო ნიშნებთან. სტატიაში გაგაცნობთ ზოგიერთ გამორჩეულ მაგალითს.

დაგვიკავშირდით

ტელ: (+995) 571777547
0322 957130

მისამართი

თბილისი. ჩუბინაშვილის #50

Copyright ©2017 ყველა უფლება დაცულია