ეს მესიჯი იმათ საყურადღებოდ,ვინც დაინტერესებულია ჩვენი ტრენინგებით და აინტერესებთ ვრცლად ან"/> საერთაშორისო სტანდარტებით".

ლექციებს უძღვება ჩვენი კომპანიის მთავარი ექსპერტი, ბატონი შოთა ელიავა.

წარმ"/> ???? ბუღალტერთა საყურადღებოდ!!!

კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ბათუმში!!! 

"ბუღალტრ"/> ნში!
 წიგნში განხილულია საგ"/>
ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნა"/>

გათიშვა

გადასახადები და აღრიცხვის 6 ნომერი ჟურნალი

გამოვიდა ჟურნალ “გადასახადები და აღრიცხვის” 2018 წლის მარტის თვის (მეორე ნახევრის) მე-6-ე ნომერი, რომელშიც ქვეყნდება:
1.ჟურნალის მთავარი ექსპერტის ნარიმან ტერაშვილის სტატიის დასაწისი “2017 წლის მეორე ნახევარში საქართველოს საგადასახადო კოდექსში 
შეტანილი ცვლილებების მოკლე მიმოხილვა.”

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მთავარ დოკუმენტში - საქართველოს საგადასახადო კოდექსში (შემდეგში - სსკ) 2017 წლის მეორე ნახევარში, 15 ნოემბრის N1182-IIს, 7 დეკემბრის N1701-რს, 23 დეკემბრის N1935-რს და N1898-რს კანონებით შეტანილია გარკვეული ცვლილებები, რომლებიც მიზნად ისახავს კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას, საგადასახადო შეღავათების და სპეციალური სავაჭრო ზონების მარეგულირებელი ნორმების, აგრეთვე გადასახადის გადამხდელთა დაბეგვრასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების დაზუსტებას. ექსპერტი მიმოიხილავს იმ მუხლებს, რომლებსაც აღნიშნული ცვლილებები შეეხო.
2. ბესიკ კვირკველიას სტატიის “მოგების გადასახადის და დღგ-ის საავანსო გადასახდელის ბუღალტრული გატარებები.”
როგორც წინა პუბლიკაციებში ამჯერადაც ავტორი ყურადღებას ამახვილებს მოგების გადასახადისა და მასთან დაკავშირებული დამატებული ღირებულების გადასახადის საავანსო თანხების ბუღალტრული აღრიცხვის ზოგიერთ მომენტზე. განხილულია მაგალითები.
.3. ჯემალ ბერიძის სტატია “შეძენილი სასაქონლო-მატერიალური 
ფასეულობების ჩამოწერა.”
საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა არის პირის მიერ ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეული, მასალა, ნახევარფაბრიკატები, სათადარიგო ნაწილები, ტარა და მზა პროდუქცია (საქონელი) და სხვა.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ეს ისეთი აქტივებია, რომლებიც:
_ გათვალისწინებულია გასაყიდად;
_ მონაწილეობენ წარმოების პროცესში და ასევე გათვალისწინებულია გასაყიდად;
_ წარმოდგენილია ნედლეულისა და მასალების სახით და განკუთვნილია საწარმოს მოხმარებისათვის ან მომსახურების გასაწევად.
ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დასტურის შემთხვევაში. სმფ ჩამოწერა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #994 ბრძანებით დადგენილი წესით გაფორმებული დოკუმენტის საფუძველზე. განხილულია სათანადო მაგალითი.
4. ჟურნალი აქვეყნებს ტესტებს საგადასახადო და საბუღალტრო საკითხებზე, რომელთა პასუხებიც მოცემულია ჟურნალის ბოლოს, 50-ე გვერდზე.

ჟურნალში იბეჭდება ოფიციალური მასალები აქტუალურ საგადასახადო და ბუღალტრული საკითხების შესახებ.

როგორც ყოველთვის, “საგადასახადო პრაქტიკუმის” რუბრიკით ქვეყნდება ჩვენი ექსპერტის პასუხები ხელმომწერთა კითხვებზე. 
4. რუბრიკით “მდიდართა ბიოგრაფიები” იბეჭდება სტატია “იპო N_ ანუ საფონდო ბირჟის ისტორია.”
თანამედროვე ინვესტორები ძნელად თუ წარმოიდგენენ, რომ ოდესღაც საფონდო ბირჟები ინვესტირების სინონიმი არ იყო და კომპანიები ყოველგვარი ფასიანი ქაღალდების გაყიდვის გარეშეც ჰყვაოდნენ. როგორი იყო ფასიანი ქაღალდების გაყიდვის მეშვეობით ინვესტიციების მოზიდვის პროცესის ევოლუციური გზა?
იპო (ინიტიალ პუბლიც ოფფერინგ) ისტორია უკავშირდება საფონდო ბაზრის გაჩენას და ფასიანი ქაღალდების განთავსების გზით კაპიტალის მოზიდვის პოპულარობის ზრდას. სააქციო საზოგადოების პირველი ხსენება რომის რესპუბლიკის ხანამდე მიდის. 
დანარჩენი წაიკითხეთ ამ საინტერესო სტატიაში.

დაგვიკავშირდით

ტელ: (+995) 571777547
0322 957130

მისამართი

თბილისი. ჩუბინაშვილის #50

Copyright ©2017 ყველა უფლება დაცულია