ეს მესიჯი იმათ საყურადღებოდ,ვინც დაინტერესებულია ჩვენი ტრენინგებით და აინტერესებთ ვრცლად ან"/> საერთაშორისო სტანდარტებით".

ლექციებს უძღვება ჩვენი კომპანიის მთავარი ექსპერტი, ბატონი შოთა ელიავა.

წარმ"/> ???? ბუღალტერთა საყურადღებოდ!!!

კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ბათუმში!!! 

"ბუღალტრ"/> ნში!
 წიგნში განხილულია საგ"/>
ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნა"/>

გათიშვა

გადასახადები და აღრიცხვის 7 ნომერი ჯურნალი

გამოვიდა ჟურნალ “გადასახადები და აღრიცხვის” 2018 წლის აპრილის თვის (პირველი ნახევრის) მე-7-ე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

1.ჟურნალის მთავარი ექსპერტის ნარიმან ტერაშვილის სტატიის გაგრძელებას “2017 წლის მეორე ნახევარში საქართველოს საგადასახადო კოდექსში 
შეტანილი ცვლილებების მოკლე მიმოხილვა.”

წინა ნომრის მსგავსად, სტატიის ავტორი მიმოიხილავს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მთავარ დოკუმენტში - საქართველოს საგადასახადო კოდექსში (შემდეგში - სსკ) 2017 წლის მეორე ნახევარში, 15 ნოემბრის N1182-IIს, 7 დეკემბრის N1701-რს, 23 დეკემბრის N1935-რს და N1898-რს კანონებით შეტანილ ცვლილებებს. ამ ცვლილებების მიზანია კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება, საგადასახადო შეღავათების და სპეციალური სავაჭრო ზონების მარეგულირებელი ნორმების, აგრეთვე გადასახადის გადამხდელთა დაბეგვრასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების დაზუსტება..

2. ბესიკ კვირკველიას სტატიის “მოგების გადასახადის და დღგ-ის საავანსო გადასახდელის ბუღალტრული გატარებები.”
როგორც წინა პუბლიკაციებში ამჯერადაც ავტორი ყურადღებას ამახვილებს მოგების გადასახადისა და მასთან დაკავშირებული დამატებული ღირებულების გადასახადის საავანსო თანხების ბუღალტრული აღრიცხვის ზოგიერთ მომენტზე. განხილულია მაგალითები.

.3. ჯემალ ბერიძის სტატია “უპროცენტო სესხის აღრიცხვა.”
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის განმარტებიდან გამომდინარე, პროცენტად ითვლება ნებისმიერი სახის სავალო მოთხოვნიდან მიღებული წინასწარ გაცხადებული (დადგენილი) შემოსავალი.
დღეს სესხებს თითქმის ყველა მოიხმარს ყოველდღიურ ცხოვრებაში, შესაბამისად, არსებობს სხვადასხვა ტიპის კრედიტები, თუმცა ძნელია მოიძიოთ ისეთი სესხი, რომელიც უპროცენტოა და არ ითხოვს თქვენგან დამატებით გადასახადს. საწარმოსა თუ ორგანიზაციისათვის კი სესხი ფუნქციონირებისათვის ისეთივე აუცილებელი ელემენტია, როგორც მატერიალური რესურსები, რამდენადაც სწორედ სესხის მეშვეობით ხდება საბრუნავი თანხების შევსება ან სხვა საწარმოო ოპერაციების თუ პროექტების დაფინასება. არის კიდევ სესხის ერთი სახეობა, როცა თავად საწარმოა გამსესხებელი და გასცემს კრედიტს თავისივე თანამშრომელზე. როგორ აღირიცხება ეს სესხი და რას უნდა მიაქციოს ყურადღება საწარმოს ან ორგანიზაციის ბუღალტერმა? განხილულია სათანადო მაგალითი.

4. ჟურნალი აქვეყნებს ტესტებს საგადასახადო და საბუღალტრო საკითხებზე, რომელთა პასუხებიც მოცემულია ჟურნალის ბოლოს, 50-ე გვერდზე.

ჟურნალში იბეჭდება ოფიციალური მასალები აქტუალურ საგადასახადო და ბუღალტრული საკითხების შესახებ.

როგორც ყოველთვის, “საგადასახადო პრაქტიკუმის” რუბრიკით ქვეყნდება ჩვენი ექსპერტის პასუხები ხელმომწერთა კითხვებზე.

4. რუბრიკით “მდიდართა ბიოგრაფიები” იბეჭდება სტატია “ფამ ნიატ ვიონგი _ ვიეტნამელი “დონალდ ტრამპი”
ბოლო ათწლეულების მანძილზე აზიიდან გამოსულები რეგულარულად იკავებენ ადგილებს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორის. მათი უდიდესი ნაწილი ჩინეთიდან და იაპონიიდანაა, თუმცა სხვა ქვეყნებიდან უნდა ვახსენოთ ვიეტნამიც, სადაც უმდიდრეს ადამიანად ფამ ნიატ ვიონგი ითვლება.
ორმოცდაათ წელზე მეტი გავიდა, რაც ვიეტნამიდან ჯარის გამოყვანა დასრულდა და კომუნისტებმა საბოლოოდ გაიმარჯვეს. თუმცა ახლა ქვეყანა უკვე კაპიტალიზმს აშენებს და ბუნებრივია, რომ გაჩნდა პირველი დოლარის მილიარდერი, რომლის შესახებაც ქვემოთ მოგითხრობთ. დანარჩენი წაიკითხეთ ამ საინტერესო სტატიაში.

დაგვიკავშირდით

ტელ: (+995) 571777547
0322 957130

მისამართი

თბილისი. ჩუბინაშვილის #50

Copyright ©2017 ყველა უფლება დაცულია