გამოვიდა ჟურნალ “გადასახადები და აღრიცხვის” 2018 წლის აპრილის თვის (მეორე ნახევრის) მე-8-ე ნომერი, რომელშიც იბეჭდება:
1.ჟურნალის მთავარი ექსპერტის ნარიმან ტერაშვილის სტატიის გაგრძელება “2017 წლის მეორე ნახევარში საქართველოს საგადასახადო კოდექსში
შეტანილი ცვლილებების მოკლე მიმოხილვა.”
სტატიის ავტორი კვლავაც მიმოიხილავს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მთავარ დოკუმენტში - საქართველოს საგადასახადო კოდექსში (შემდეგში - სსკ) 2017 წლის მეორე ნახევარში, 15 ნოემბრის N1182-IIს, 7 დეკემბრის N1701-რს, 23 დეკემბრის N1935-რს და N1898-რს კანონებით შეტანილ ცვლილებებს. ამ ცვლილებების მიზანია კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება, საგადასახადო შეღავათების და სპეციალური სავაჭრო ზონების მარეგულირებელი ნორმების, აგრეთვე გადასახადის გადამხდელთა დაბეგვრასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების დაზუსტება..
2. ბესიკ კვირკველიას სტატიის “მოგების გადასახადის და დღგ-ის საავანსო გადასახდელის ბუღალტრული გატარებები” გაგრძელებას.
წინა პუბლიკაციების მსაგავსად, ავტორი ახლაც ყურადღებას ამახვილებს მოგების გადასახადისა და მასთან დაკავშირებული დამატებული ღირებულების გადასახადის საავანსო თანხების ბუღალტრული აღრიცხვის ზოგიერთ მომენტზე. განხილულია მაგალითები.
.3. ჯემალ ბერიძის სტატია “სავაჭრო ფირმის სასაწყობო მეურნეობის
დაცვის ხარჯების ჩამოწერა.”
თანამედროვე დიდი საწყობი _ ეს არის რთული ტექნიკური ნაგებობა, რომელიც შედგება მრავალრიცხოვანი ურთიერთდაკავშირებული ელემენტებისაგან, აქვს განსაზღვრული სტრუქტურა და ასრულებს მატერიალური ნაკადების განაწილების, ასევე მომხმარებელთა შორის ტვირთის დაგროვების, გადამუშავებისა და განაწილების სხვადასხვა ფუნქციას.
საწყობის ძირითადი დანიშნულებაა მარაგების კონცენტრაცია, მათი შენახვა და მომხმარებელთა შეკვეთების უწყვეტი და რიტმული მომარაგების უზრუნველყოფა.
საწყობად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე ნებისმიერი ადგილი, სადაც მასალების მარაგები ინახება. იგი შეიძლება იყოს ღია სივრცე, სადაც გაფუჭებისადმი განსაკუთრებით მედეგი მასალები, ვთქვათ, მადანი ან სამშენებლო მასალები ინახება. ნახევრად დახურული შენობა, ანაც ტექნიკის უკანასკნელი მიღწევებით აღჭურვილი საცავი, სადაც ტემპერატურული თუ სხვა სახის რეჟიმის უზრუნველყოფაა შესაძლებელი. სტატიაში დაწვრილებითაა გაანალიზებული ასეთი ტიპის, ანუ სასაწყობე მეურენობის დაცვის ხარჯების ჩამოწერის ნიუანსები. განხილულია სათანადო მაგალითი.
4. ჟურნალი აქვეყნებს ტესტებს საგადასახადო და საბუღალტრო საკითხებზე, რომელთა პასუხებიც მოცემულია ჟურნალის ბოლოს, 50-ე გვერდზე.
ჟურნალში იბეჭდება ოფიციალური მასალები აქტუალურ საგადასახადო და ბუღალტრული საკითხების შესახებ.
როგორც ყოველთვის, “საგადასახადო პრაქტიკუმის” რუბრიკით ქვეყნდება ჩვენი ექსპერტის პასუხები ხელმომწერთა კითხვებზე.
4. რუბრიკით “მდიდართა ბიოგრაფიები” იბეჭდება სტატია “ინოვაციური ბიზნესი “ხუთ დოლარად და ათ ცენტად”
მრავალი წლის გამავლობაში ამერიკული “უოლ-მარტი” (სავაჭრო მარკა წალმარტ) მსოფლიოში უმსხვილესი საცალო ქსელია. მისი ისტორია _ ეს უპირველესად ორიგინალური ბიზნეს-იდეების ისტორიაა. “წარმატებული ვაჭრობის საიდუმლო ისაა, მისცეთ თქვენს კლიენტებს ის, რაც სურთ,” _ ამბობდა ქსელის დამაარსებელი სემ უოლტონი.
დღეს “უოლ-მარტი” ფლობს 28 ათასზე მეტ მაღაზიას და სავაჭრო ცენტრს მსოფლიოს 28 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, კანადაში, ბრაზილიაში, არგენტინაში, ნიკარაგუაში, დიდ ბრიტანეთში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და სხვა ქვეყნებში.
“უოლ-მარტის” ფენომენი შესაძლებელი გახდა სემ უოლტონის ქარიზმის, შეუპოვრობისა და უნარის წყალობით.
დანარჩენი წაიკითხეთ ამ საინტერესო სტატიაში.