ეს მესიჯი იმათ საყურადღებოდ,ვინც დაინტერესებულია ჩვენი ტრენინგებით და აინტერესებთ ვრცლად ან"/> საერთაშორისო სტანდარტებით".

ლექციებს უძღვება ჩვენი კომპანიის მთავარი ექსპერტი, ბატონი შოთა ელიავა.

წარმ"/> ???? ბუღალტერთა საყურადღებოდ!!!

კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ბათუმში!!! 

"ბუღალტრ"/> ნში!
 წიგნში განხილულია საგ"/>
ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნა"/>

გათიშვა

გადასახადები და აღრიცხვის 9 ნომერი ჯურნალი

 გამოვიდა ჟურნალ “გადასახადები და აღრიცხვის” 2018 წლის მაისის თვის (პირველი ნახევრის) მე-9-ე ნომერი, რომელშიც ქვეყნდება:

1.ჟურნალის მთავარი ექსპერტის ნარიმან ტერაშვილის სტატიის დასასრული “2017 წლის მეორე ნახევარში საქართველოს საგადასახადო კოდექსში 
შეტანილი ცვლილებების მოკლე მიმოხილვა.”

დასკვნით ნაწილში სტატიის ავტორი აჯამებს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მთავარ დოკუმენტში - საქართველოს საგადასახადო კოდექსში (შემდეგში - სსკ) 2017 წლის მეორე ნახევარში, 15 ნოემბრის N1182-IIს, 7 დეკემბრის N1701-რს, 23 დეკემბრის N1935-რს და N1898-რს კანონებით შეტანილ ცვლილებებს. ამ ცვლილებების მიზანია კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება, საგადასახადო შეღავათების და სპეციალური სავაჭრო ზონების მარეგულირებელი ნორმების, აგრეთვე გადასახადის გადამხდელთა დაბეგვრასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების დაზუსტება.
2. ბესიკ კვირკველიას სტატიის “შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა.”

შემოსავლები და ხარჯები ფინანსური ანგარიშგების ის ძირითადი ელემენტებია, რომელიც მოგებასთან ერთად საწარმოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ასახავს.
ბასს -ის თანახმად, შემოსავალი არის საწარმოს მიერ ეკონომიკური სარგებლის ზრდა საანგარიშგებო პერიოდში აქტივების ზრდის ან ვალდებულებების შემცირების გზით, რაც გამოიხატება საკუთარი კაპიტალის ზრდით, რომელიც არ არის დაკავშირებული მესაკუთრეთა დამატებით შენატანთან.
შემოსავლების აღიარება უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს ეკონომიკური სარგებელი გაეზრდება აქტივების ზრდით ან ვალდებულებების შემცირებით და შესაძლებელი იქნება მათი საიმედოდ შეფასება. შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს ამონაგები წარმოადგენს. ამონაგები არის საწარმოში შემოსული ეკონომიკური სარგებლის საერთო თანხა, რომელიც მიიღება საწარმოში სამეურნეო ოპერაციების შედეგად და გამოიხატება საკუთარი კაპიტალის ზრდით. განხილულია მაგალითები.

.3. ჯემალ ბერიძის სტატია “ქონების გადასახადის ბუღალტრული აღრიცხვა.”
საქართველოში ქონების გადასახადი მიეკუთვნება ადგილობრივი გადასახადების ტიპს. აღნიშნული გადასახადის სიდიდე განისაზღვრება მანამადე დეკლარირებული ქონების გადასახადის დეკლარაციის მიხედვით, ანუ საანგარიშო წლისათვის ქონების გადასახადის დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის XXIX თავის თანახმად, დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 31 დეკემბრისათვის მოქმედი განაკვეთებით.
ქონების გადასახადი გაიანგარიშება საწარმოს ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე (ძირითადი საშუალებები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი მშენებლობები), აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე ან აღნიშნული ქონების ნაწილით, რომელსაც საწარმო გამოიყენებს ეკონომიკური საქმიანობისათვის, რომელიც საწარმოსათვის კლასიფიცირდება როგორც ხარჯის ანგარიში. განხილულია სათანადო მაგალითი.
4. ჟურნალი აქვეყნებს ტესტებს საგადასახადო და საბუღალტრო საკითხებზე, რომელთა პასუხებიც მოცემულია ჟურნალის ბოლოს, 50-ე გვერდზე.
5. რუბრიკით „საგადასახადო ტერმინოლოგია“ მკითხველთა თხოვნით იბეჭდება საგადასახადო კანონმდებლობაში გამოყენებული ძირითადი ტერნიმები. საქართველოს საკანონმდებლო ბაზის გაფართოებამ შესაბამისად გამოიწვია ტერმინთა რაოდენობის ზრდა და ცხადია, დღის წესრიგში დადგა ამ ტერმინთა განმარტების აუცილებლობა. მკითხველთა თხოვნით გთავაზობთ საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებებს, რაც მოიცავს ბოლო წლებში არსებულ სიტუაციას და იმედია, დაეხმარება ჩვენი ჟურნალის მკითხველს კანონმდებლობის უკეთ აღქმაში.

ჟურნალში იბეჭდება ოფიციალური მასალები აქტუალურ საგადასახადო და ბუღალტრული საკითხების შესახებ.

როგორც ყოველთვის, “საგადასახადო პრაქტიკუმის” რუბრიკით ქვეყნდება ჩვენი ექსპერტის პასუხები ხელმომწერთა კითხვებზე. 
4. რუბრიკით “მდიდართა ბიოგრაფიები” იბეჭდება სტატია “ლუდვიგ ერჰარდტი _ “გერმანული სასწაულის” შემოქმედი
ჩვენ აქამდე მოგიხრობდით ცალკეულ პირთა შესახებ, ვინც თავისი უნარისა და ბიზნესმენის ალღოს წყალობით გამდიდრდა და ქონებაც დააგროვა. ამჯერად კი გვინდა ყურადღება შევაჩეროთ ქვეყანაზე, რომელიც ასევე გამდიდრდა, თანაც ერთი კაცის წყალობით. ეს ქვეყანაა გერმანია, ხოლო ადამიანი, ვინც “გერმანული სასწაული” შექმნა _ ლუდვიგ ერჰარდტი.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მალევე რომელიღაც ჟურნალისტმა თქვა ფრაზა: “გერმანია _ ეს ნაგვის გროვაა, სადაც 40 მილიონი მშიერი გერმანელი იქექება.” ეს ზუსტი შედარება ძალზე თვალსაჩინოდ ახასიათებდა დამარცხებული ქვეყნის ვითარებას. როგორ მოახერხეს გერმანელებმა დაეძლიათ ნგრევა და მოკლე დროში მიეღწიათ აყვავებისა და სტაბილურობისათვის? ისტორიკოსები და პუბლიცისტები დასავლეთ გერმანიის ეკონომიკურ აღმავლობას უკავშირებენ ლუდვიგ ერჰარდტის სახელს _ კონრად ადენაუერის მთავრობის ეკონომიკის მინისტრს, შემდეგ კი ფედერაციული გერმანიის კანცლერს. დანარჩენი წაიკითხეთ ამ საინტერესო სტატიაში.

დაგვიკავშირდით

ტელ: (+995) 571777547
0322 957130

მისამართი

თბილისი. ჩუბინაშვილის #50

Copyright ©2017 ყველა უფლება დაცულია