ეს მესიჯი იმათ საყურადღებოდ,ვინც დაინტერესებულია ჩვენი ტრენინგებით და აინტერესებთ ვრცლად ან"/> საერთაშორისო სტანდარტებით".

ლექციებს უძღვება ჩვენი კომპანიის მთავარი ექსპერტი, ბატონი შოთა ელიავა.

წარმ"/> ???? ბუღალტერთა საყურადღებოდ!!!

კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ბათუმში!!! 

"ბუღალტრ"/> ნში!
 წიგნში განხილულია საგ"/>
ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნა"/>

გათიშვა

ჟურნალი გადასახადები და აღრიცხვა 12ნომერი

გამოვიდა ჟურნალ “გადასახადები და აღრიცხვის” 2018 წლის ივნისის თვის (მეორე ნახევრის) მე-12-ე ნომერი, რომელშიც იბეჭდება:

1.ჟურნალის მთავარი ექსპერტის ნარიმან ტერაშვილის სტატიის “როგორ უნდა შევავსოთ ელექტრონული ფორმის დღგ-ს დეკლარაცია” გაგრძელება.
როგორც ცნობილია, ელექტრონული ფორმის დღგ-ის დეკლარაცია წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებ-გვერდზე („რს.გე“), აქვე განთავსებულია დეკლარაციის შევსების ინსტრუქცია - ამონარიდი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებიდან. მიუხედავად ამისა, გადასახადის გადამხდელებს მაინც უჩნდებათ სხვადასხვა კითხვები დღგ-ის დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით.
`გადასახადების ადმინისტრირების შესახებ~ ინსტრუქციის 74-ე მუხლის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაცია ინსტრუქციის #III-25 დანართის ფორმით. დანარჩენი იხილეთ ამ საინტერესო სტატიაში.
2. ბესიკ კვირკველიას სტატიის “საგადასახადო უფლებამონაცვლეობა საწარმოთა რეორგანიზაციისას.“
საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაცია ხშირად იწვევს ახალი საწარმოების/ორგანიზაციების წარმოქმნას. დღის წესრიგში შეიძლება დადგეს საკითხი, თუ ვინ უნდა შეასრულოს რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულება. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების წესს საწარმოთა რეორგანიზაციისას არეგულირებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 56-ე მუხლი.
.3. ჯემალ ბერიძის სტატია „მასალების გაცემა არასაწარმოო საჭიროებისათვის.“
სამეურნეო საშუალებები მეწარმე სუბიექტის განკარგულებაში არსებული მატერიალური და არამატერიალური რესურსების ერთობლიობაა, რომელთა დახმარებითაც იქმნება ეკონომიკური სარგებელი, ანუ მოგება. თუ სამეურნეო საშუალებებს განვიხილავთ მათი სამეურნეო ბრუნვაში მონაწილეობის ხასიათის მიხედვით, ვნახავთ, რომ ისინი იყოფიან წარმოების სფეროს სამეურნეო საშუალებებად და არასაწარმოო სფეროს სამეურნეო საშუალებებად.ანალოგიურად შეიძლება განხილული იქნას არასარეალიზაციო (არასაოპერაციო) ხარჯები, რომლის ზუსტ განმარტებასაც საგადასახადო კოდექსი არ იძლევა, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებული არ არის საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) წარმოებასა და რეალიზაციასთან, მიჩნეული უნდა იქნას არასარეალიზაციო (არასაოპერაციო) ხარჯად.განხილულია სათანადო მაგალითი.
4. ჟურნალი აქვეყნებს ტესტებს საგადასახადო და საბუღალტრო საკითხებზე, რომელთა პასუხებიც მოცემულია ჟურნალის ბოლოს, 50-ე გვერდზე.

5. რუბრიკით „საგადასახადო ტერმინოლოგია“ მკითხველთა თხოვნით იბეჭდება საგადასახადო კანონმდებლობაში გამოყენებული ძირითადი ტერნიმები. საქართველოს საკანონმდებლო ბაზის გაფართოებამ შესაბამისად გამოიწვია ტერმინთა რაოდენობის ზრდა და ცხადია, დღის წესრიგში დადგა ამ ტერმინთა განმარტების აუცილებლობა. მკითხველთა თხოვნით გთავაზობთ საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებებს, რაც მოიცავს ბოლო წლებში არსებულ სიტუაციას და იმედია, დაეხმარება ჩვენი ჟურნალის მკითხველს კანონმდებლობის უკეთ აღქმაში.

ჟურნალში იბეჭდება ოფიციალური მასალები აქტუალურ საგადასახადო და ბუღალტრული საკითხების შესახებ.

როგორც ყოველთვის, “საგადასახადო პრაქტიკუმის” რუბრიკით ქვეყნდება ჩვენი ექსპერტის პასუხები ხელმომწერთა კითხვებზე. 
4. რუბრიკით “მდიდართა ბიოგრაფიები” ქვეყნდება სტატია სათაურითკომპანია “დიუპონის” ოთხი სტიქია.“
ცნობილი მარკისაგან “ს.ტ.დუპონტ” ჩვენ დავალებულნი ვართ ისეთი იშვიათი ნივთებით, როგორებიცაა მდიდრული სამგზავრო ჩანთები, ქეისები, საკვოიაჟები და მოგზაურობის მოყვარულთათვის გამოსადეგი სხვა აქსესუარები. ამას გარდა, კომპანიამ სახელი გაითქვა სტატუსური სანთებელების, გასაოცარი საკანცელარიო მოწყობილობებისა და სუნამოების დამზადებით.
ნებისმიერი ნაკეთობა, რაც ამ უნიკალური ბრენდის სახელით გამოდის, ოთხ სტიქიას ემორჩილება. მეცხრამეტე საუკუნეში ამ სტიქიებმა შემდეგი სახელები მიიღეს: “მოგზაურობის ხელოვნება,” “ცეცხლის ხელოვნება,” “წერის ხელოვნება” და “მოხიბვლის ხელოვნება.”
ყველაფერი კი შორეულ 1856 წელს დაიწყო, როცა ფრანსუა ტისსო-დიუპონი (მომავალი კომპანიის დამაარსებლის ბიძა) პარიზს ჩამოვიდა იმპერატორის კარზე, რათა ოფიციალური პორტრეტისტის მოვალეობას შესდგომოდა.
დანარჩენი წაიკითხეთ ამ საინტერესო სტატიაში.

დაგვიკავშირდით

ტელ: (+995) 571777547
0322 957130

მისამართი

თბილისი. ჩუბინაშვილის #50

Copyright ©2017 ყველა უფლება დაცულია