ეს მესიჯი იმათ საყურადღებოდ,ვინც დაინტერესებულია ჩვენი ტრენინგებით და აინტერესებთ ვრცლად ან"/> საერთაშორისო სტანდარტებით".

ლექციებს უძღვება ჩვენი კომპანიის მთავარი ექსპერტი, ბატონი შოთა ელიავა.

წარმ"/> ???? ბუღალტერთა საყურადღებოდ!!!

კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ბათუმში!!! 

"ბუღალტრ"/> ნში!
 წიგნში განხილულია საგ"/>
ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნა"/>

გათიშვა

ჟურნალი “გადასახადები და აღრიცხვა”

გამოვიდა ჟურნალ “გადასახადები და აღრიცხვის” 2017 წლის სექტემბრის თვის (მეორე ნახევრის) მე-18-ე ნომერი, რომელშიც იბეჭდება:
1.ჟურნალის მთავარი ექსპერტის ნარიმან ტერაშვილის სტატიის „უახლესი საგადასახადო ცვლილებების მოკლე მიმოხილვა” გაგრძელება.

წინა ნომრების მსაგავსად, ჩვენი ჟურნალის მთავარი ექსპერტი კვლავ დაწვრილებით მიმოიხილავს მოგების გადასახადის დაბეგვრის რეჟიმის, გადასახადების ადმინისტრირებისა და საბაჟო პროცედურების სრულყოფის, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილში მისაღები საგადასახადო შემოსავლების უზრუნველყოფის, საგადასახადო სანქციების ოპტიმიზაცია/ლიბერალიზაციის, აგრეთვე საგადასახადო დებულებების დაზუსტების მიზნით, 2017 წლის 30 ივნისის N1182-IIს კანონით, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი მთელი რიგი ცვლილებების ნიუანსებს. სტატიაში დაწვრილებით არის განხილული ხსენებული ცვლილებები და მოტანილია შესაბამისი მაგალითები.

2. ბესიკ კვირკველიას სტატიის “მოგების გადასახადის გაანგარიშება ე.წ. ესტონური მოდელის მიხედვით” გაგრძელება.
როგორც წინა პუბლიკაციებში, ავტორი აქაც განაგრძობს ახალი საგადასახადო მოდელის (ე.წ. “ესტონური მოდელი”) განხილვას კონკრეტულ მაგალითების მიხედვით და ასევე, პრაქტიკულად აჩვენებს მოგების დეკლარაციის შევსების პროცედურას.
3. ჯემალ ბერიძის სტატიას “სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის აღრიცხვა.” 
საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს პირის გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა (რეგისტრაცია), რის მიხედვითაც საგადასახადო ორგანოები ადგენენ გადასახადის გადამხდელი პირების შესახებ ზოგად ინფორმაციას, რომელიც ფიქსირდება ერთიან ელექტრონულ ბაზაში.
ამდენად, პირი, რომელიც გადაწყვეტს სამეწარმეო საქმიანობის დაწყებას, ვალდებულია, პირველ რიგში, გაიაროს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაცია, რის შემდეგაც პირს კანონის მიხედვით წარმოექმნება თავისი საქმიანობიდან შემოსავლის მიღების უფლება და შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ დაწესებული გადასახადების გადახდის ვალდებულება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლი და `გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია საკმაოდ დეტალურად არეგულირებენ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვაზე აყვანის წესსა და პირობებს. განხილულია მაგალითი.
4. ჟურნალი აქვეყნებს ტესტებს საგადასახადო და საბუღალტრო საკითხებზე, რომელთა პასუხებიც მოცემულია ჟურნალის ბოლოს, 50-ე გვერდზე.

ჟურნალში იბეჭდება ოფიციალური მასალები აქტუალურ საგადასახადო და ბუღალტრული საკითხების შესახებ.

როგორც ყოველთვის, “საგადასახადო პრაქტიკუმის” რუბრიკით ქვეყნდება ჩვენი ექსპერტის პასუხები ხელმომწერთა კითხვებზე. 
4.“მდიდართა ბიოგრაფიის” რუბრიკაში იბეჭდება “კიბერსპორტი როგორც სიმდიდრის წყარო.”
კიბერსპორტის სწრაფმა განვითარებამ ამა სოფლის ძლიერთა ყურადღება მიიქცია და ის ადამიანები, ვინც მილიარდიან ქონებას ფლობენ, სიამოვნებით აბანდებენ ინვესტიციებს ამ ინდუსტრიაში. კომპიუტერული სპორტის პოპულარობა ზოგიერთისათვის შემოსავლის ძირითადი წყაროც კი გახდა.
გამომცემლობა “ბლუმბერგმა” გამოაქვეყნა პლანეტის 500 უმდიდრესი ადამიანის სია. მათ შორის არიან ისინიც, ვისაც მჭიდრო დამოკიდებულება აქვს კიბერსპორტთან.

დაგვიკავშირდით

ტელ: (+995) 571777547
0322 957130

მისამართი

თბილისი. ჩუბინაშვილის #50

Copyright ©2017 ყველა უფლება დაცულია