ეს მესიჯი იმათ საყურადღებოდ,ვინც დაინტერესებულია ჩვენი ტრენინგებით და აინტერესებთ ვრცლად ან"/> საერთაშორისო სტანდარტებით".

ლექციებს უძღვება ჩვენი კომპანიის მთავარი ექსპერტი, ბატონი შოთა ელიავა.

წარმ"/> ???? ბუღალტერთა საყურადღებოდ!!!

კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ბათუმში!!! 

"ბუღალტრ"/> ნში!
 წიგნში განხილულია საგ"/>
ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნა"/>

გათიშვა

გადასახადები და აღრიცხვის 5 ნომერი ჟურნალი

გამოვიდა ჟურნალ “გადასახადები და აღრიცხვის” 2018 წლის მარტის თვის (პირველი ნახევრის) მე-5-ე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:
1.ჟურნალის მთავარი ექსპერტის ნარიმან ტერაშვილის სტატიის “ქონების გადასახადი.” დასასრულს. დასკვნით ნაწილში ჩვენი ექსპერტი აჯამებს ქონების გადასახადით დაბეგვრის ნიუანსებს და პირობებს. განხილულია სათანადო მაგალითები.
2. ბესიკ კვირკველიას სტატიის “მოგების გადასახადის (ესტონური მოდელი) და დღგ-ის საავანსო გადასახდელის ბუღალტრული გატარებები.”
როგორც წინა პუბლიკაციებში ამჯერადაც ავტორი ყურადღებას ამახვილებს მოგების გადასახადისა და მასთან დაკავშირებული დამატებული ღირებულების გადასახადის საავანსო თანხების ბუღალტრული აღრიცხვის ზოგიერთ მომენტზე. განხილულია მაგალითები.
.3. ჯემალ ბერიძის სტატიის “დამფუძნებელ პირთა დივიდენდების დაბეგვრა.”
საწარმოს დივიდენდი არის მოგება, რომელსაც პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით ანაწილებს სააქციო საზოგადოება ან შპს თავის აქციონერებზე წლის მუშაობის შედეგების მიხედვით. უმეტეს შემთხვევაში აქციების შეძენის მიზანია დივიდენდების მიღება. ხშირად აქციებს ყიდულობენ იმ მიზნით, რომ დროის განმავლობაში მისი საბაზრო ღირებულება გაიზრდება. Aაქციებზე ფასების ზრდა ხშირ შემთხვევაში მრავალჯერ ჭარბობს შემოსავალს დივიდენდებიდან. საწარმოს დივიდენდური შემოსავლიანობა განისაზღვრება როგორც აქციაზე დივიდენდის შეფარდება მიმდინარე საბაზრო ფასთან, გამრავლებული 100%-ზე. რაც უფრო ძვირად ვყიდულობთ აქციებს, მით უფრო მცირეა დივიდენდური შემოსავლიანობა. განხილულია მაგალითი.
4. ჟურნალი აქვეყნებს ტესტებს საგადასახადო და საბუღალტრო საკითხებზე, რომელთა პასუხებიც მოცემულია ჟურნალის ბოლოს, 50-ე გვერდზე.

ჟურნალში იბეჭდება ოფიციალური მასალები აქტუალურ საგადასახადო და ბუღალტრული საკითხების შესახებ.

როგორც ყოველთვის, “საგადასახადო პრაქტიკუმის” რუბრიკით ქვეყნდება ჩვენი ექსპერტის პასუხები ხელმომწერთა კითხვებზე. 
4. რუბრიკით “მდიდართა ბიოგრაფიები” იბეჭდება სტატია “ქვრივი კლიკო _ შამპანურის დიდი ქალბატონი.”
ბარბ-ნიკოლ კლიკო, პონსარდენის მკვიდრი, 27 წლისა დაქვრივდა. მე-18 საუკუნის ბოლოს სტატუსით მას შეეფერებოდა მეორედ გათხოვება ან სიკვდილამდე გლოვა, ბალიშების ამოქარგვა და სტუმერბის მიღება. ფინანსურად მას არ უჭირდა _ მამამისი შეძლებული ადამიანი იყო, ხოლო ფრანსუა კლიკოსთან ქორწინების შემდეგ მხოლოდ ერთი ქალიშვილი დარჩა. მაგრამ ქვრივ კლიკოს ღვინის წარმოება უყვარდა და სწამდა, რომ შეეძლო ქმრის ოცნება აესრულებინა და ცნობილი ღვინის სახლი აეშენებინა. ასეთი თავდაჯერებით შესძლო მან დაეყოლიებინა მამა და მამამთილი, რომლებმაც მას ფული ასესხეს. მისი ბიზნესის ისტორია – ეს არის ვითარებასთან, ამინდსა და კანონებთან, სანქციებსა და ცრურწმენებთან ბრძოლისა და წარუმატებლობის მონაცვლეობა.

დაგვიკავშირდით

ტელ: (+995) 571777547
0322 957130

მისამართი

თბილისი. ჩუბინაშვილის #50

Copyright ©2017 ყველა უფლება დაცულია